1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პარლამენტი უკვე ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ ხუთ წლით იყოს არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.