პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, ახლა უკვე შტურმს იწყებს საკონსტიტუციო სასამართლოზე" - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ

"პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, ახლა უკვე შტურმს იწყებს საკონსტიტუციო სასამართლოზე. მან მოუწოდა პირდაპირ ქვეყნის მოსახლეობას, რომ აქცენტი ერთგვარად გადავიდეს ბათუმში სასამართლოზე," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძემ ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით.

"ის რომ ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეებზე, კონსტიტუციურ ორგანოზე არის სრულიად დაუშვებელი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაიცავს თავის კონსტიტუციურ ორგანოებს და არავის მიეცემა საშუალება ზეწოლა მოახდინოს ან ორგანოზე ან კონკრეტულ მოსამართლეზე," - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.