გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მიზეზი, რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე, არის ის, თუ როგორ იქცევა თავად სააკაშვილი, პრეზიდენტი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს.
„როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე? – ამის მიზეზი არის ის, თუ როგორ იქცევა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ამბიცია ჰქონდა იმისა, რომ ის არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, მეტად ღირსეულად უნდა იტანდეს პატიმრობას. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მუდმივი ისტერიკით შედეგს მიაღწევ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს.
ერთი მხრივ, როდესაც გინდა იყო ერის მამა და შენ მოგყვებოდეს ხალხი, მინიმალური სტანდარტი უნდა მისცე ამის. თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს და მერე ადამიანები, შეიძლება გაჰყვნენ მას. მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა“, – განაცხადა იოსელიანმა.