პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის კრახია.
„თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. პირველია ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ რეალობას შევხედავთ, აქ სააკაშვილი ძალით არავის ჩამოუყვანია. სააკაშვილი ძალიან უშნოდ და მიუღებლად შემოვიდა საქართველოში. ორჯერ ყოფილი პრეზიდენტი და ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი ასე კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალით არავის შემოუყვანია.
„სააკაშვილმა ინტერვიუში თავად თქვა, საქართველოში ჩამომიტყუეს რუსეთის უშიშროებამო. ის ქვეყანაში ძალით არავის შემოუყვანია, მან დაუშვა ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მის მომავალზე კი არ ვდარობ, მაგრამ როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხის მიბმა ხდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. მიმაჩნია, რომ ეს არის ღრმა შეცდომა, რადგან თუ რეალობას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მსგავსი რეზოლუციები რაც უფრო კატეგორიული იქნება, მით უფრო გაჯიქდება ივანიშვილი და არ შეასრულებს. ამით კი, დავზარალდებით ჩვენ. ამ შემთხვევაში არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი მადარდებს, მადარდებს ის, რომ აქედან იქნება უფრო მეტი გაჯიქება და ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც დაახლოების პერსპექტივა გვექნება, ეს დაქცეული რუსეთი იქნება. ეს სულაც არ მახარებს და არ მინაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს სწორია“, – განაცხადა ელისაშვილმა.