პრეზიდენტი: „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ამ დროისთვის ქვეყნის ბიუჯეტს მოგება 9 მილიარდამდე მოუტანა. 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ვიზიტით სერბეთში იმყოფება, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ანალოგი სერბეთში ხორციელდება.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბელგრადში „იგლ ჰილსის“ პროექტი ერთ-ერთი წარმატებულია, რომელმაც ქვეყნის ბიუჯეტს უკვე 9-მილიარდი მოტანა.

„რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ ბელგრადში „იგლ ჰილსმა“ განახორციელა პროექტი და კიდევ ხდება განვითარება ამ უდიდესი კომპანიის, მქონდა საშუალება დამესვა კითხვა, თუ რა შედეგია მიღწეული. განცვიფრებული ვიყავი, როცა ჩემმა კოლეგამ ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რაც ბოლო წლებში სერბეთში განხორციელებულაო. შემომთავაზა მენახა ეს ყველაფერი და დღეს მქონდა საშუალება მენახა, თუ რა განხორციელდა, რა მასშტაბის პროექტია და როგორი მასშტაბურია როგორც ბელგრადისთვის, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში. ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, თუ პირდაპირ არ შეუძლია ჩამობრძანდეს ბელგრადში, სადაც პირდაპირი რეისები გვაქვს და თავად იხილოს, მედიის საშუალებით შეეძლებათ ნახონ რას წარმოადგენს. „იგლ ჰილსს“ ჩვენი ანალოგიური ხელშეკრულება აქვს დადებული სერბეთთან. დღეს 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს ამ პროექტიდან სერბეთს. 4.5 მლრდ-მდე ინვესტიციაა განხორციელებული. დაახლოებული 10 ათასამდე პირია. იმედია მორჩება ხელოვნურად შექმნილი სპეკულაცია, არაბიზაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.