პრეზიდენტი: ჩვენ ვიცით ევროპის ფასი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი და ვხედავთ, რომ ეს გზა, რომელიც აქამდე გავიარეთ, არის სწორი

ყაველაშვილი

ჩვენ ვიცით ევროპის ფასი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი და ვხედავთ, რომ ეს გზა, რომელიც აქამდე გავიარეთ, არის სწორი, - განაცხადა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ევროპაში მე იმიტომ მინდა და იმიტომაა ეს უმრავლესობის მოთხოვნა, რომ ჩვენ იმის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ღირებულებები იქ გადამირჩება მე და თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან. იქაც ბევრი ბრძოლა მიდის ამ საკითხებზე, რადგან მათაც ეს დასაცავი აქვთ. ჩვენ ვიცით ევროპის ფასი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი და ვხედავთ, რომ ეს გზა, რომელიც აქამდე გავიარეთ, არის სწორი. ჩვენ ქვეყანას ვიცავთ, თამამები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.