პრეზიდენტ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა  საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა  საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი  იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.