სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე საათის წინ მოსკოვმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
საომარი მოქმედებების ფონზე, რუსი სამხედროების რაოდენობაზე საუბრობს ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე რუსეთის 700 000-ზე მეტი სამხედრო იბრძვის.
ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ ტრამპი პუტინით იმედგაცრუებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინაში ომი ყველაზე იოლად გადასაწყვეტი ეგონა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი, ასევე, ამბობს, რომ თუკი ევროპა ჩინეთის წინააღმდეგ უფრო პრაგმატულად იმოქმედებს, პეკინი რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტას აიძულებს.