„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
არავის აქვს უფლება და განსაკუთრებით ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულ სუბიექტებს, რომ ცილისწამება და უაპელაციო ბრალდებები აჟღერონ, დაადანაშაულონ ადამიანები და თან პასუხი არავინ მოსთხოვოს, - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც კახა კალაძის მიერ სასამართლო დავის დაწყებას ეხმიანება.
მისივე თქმით უკეთესი იქნება ასეთი ფაქტების პრევენციისათვის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რათა ვერავინ გაბედოს ცრუ და მიზანმიმართული ფეიკ-კამპანიების წარმოება.
„ძალიან სწორი მიდგომაა!!! არავის აქვს უფლება და განსაკუთრებით ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულ სუბიექტებს, რომ ცილისწამება და უაპელაციო ბრალდებები აჟღერონ, დაადანაშაულონ ადამიანები და თან პასუხი არავინ მოსთხოვოს... უფრო უკეთესი იქნება ასეთი ფაქტების პრევენციისათვის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რათა ვერავინ გაბედოს ცრუ და მიზანმიმართული ფეიკ-კამპანიების წარმოება“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
კახა კალაძე „ტვ პირველის” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.