პრემიერი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.

„მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.

მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.