წყალი 17 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769798485
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში.
„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.