შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით,  შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლაღიძის, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, გიორგი გურამიშვილის, დიმიტრი გულიას, გია გულუას და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მირიან მეფის, დემეტრე თავდადებულის და გიორგი ბრწყინვალის  ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.