ძალიან გავრცელდა სახიფათო თამაში... - ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს
1744794773
ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, ეს არის ტრაგიკული მოვლენა ინგლისის ისტორიიდან გამომდინარე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება გამოთქვას.
„ეს არის უბრალოდ გაუგონარი მოვლენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჯონ ლოკისა და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა, ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა დღემდე ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო,“- განაცხადა პრემიერმა.