„მომავალი რამდენიმე თვე...“ - გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1772829418
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, მთავრობის მეთაურის თქმით, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა.
"რაც შეეხება სტატისტიკას მოქალაქეების მიგრაციის ნაწილში, აბსოლუტურად ზუსტია. ზუსტია ასევე უცხოელი მიგრანტების სტატისტიკა. საქსტატი ასახავს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რამდენია მიგრანტი საქართველოში. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა, ვინც საქართველოში ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ცხოვრობს, 257 000-ია. აქ შედიან მათ შორის, არალეგალებიც.
რაც შეეხება ცდომილებას, ლოგიკური აცდენა არის, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - ხარვეზებით იყო ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერა. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ საპენსიო მაჩვენებლები, რამდენი პენსიონერია საქართველოში და როგორ იზრდებოდა ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. შეგვიძლია ამოვიღოთ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების რაოდენობა. აშკარად ჩანდა, რომ 3 700 000 ვერ იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად, 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არასწორად, არასწორი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს დაზუსტდა. მოსახლეობის მატება რეალურად, არ გვაქვს. მოიკლო მოქალაქეების რაოდენობამ და ეს შეივსო უცხოელის მიგრანტების ხარჯზე. ეს არის რეალობა.
დემოგრაფიის ნაწილში, გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული. რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა. სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, აქ მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. ქორწინების ნაწილში გვაქვს მკვეთრი კლება. ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ღაზას სექტორი იყო მეორე ადგილზე შობადობის თვალსაზრისით, სადაც მშპ სულ მოსახლეზე 500 დოლარია", - განაცხადა პრემიერმა.