წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას, გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
მისივე თქმით, მიზნის მიღწევას დასჭირდება წლები, თუმცა როდესაც სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ქვეყანას ეყოლება ახალი სისტემის პირველი გამოშვება სტუდენტებისა, შრომის ბაზარზე ხელშესახებ შედეგებზე საუბარი იქნება შესაძლებელი.
„საბოლოოდ მიზნების მიღწევას დასჭირდება წლები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ტექნიკურ მიმართულებებს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გადავაწყოთ სისტემა, თანდათანობით უნდა გავზარდოთ სწავლების ხარისხი და, საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე სისტემა თვისებრივად გარდაიქმნება და ახალი სისტემის პირობებში გვეყოლება პირველი გამოშვება სტუდენტების, იქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც უკვე შრომის ბაზარზე აისახება. ამას დასჭირდება რამდენიმე წელი. ტექნიკური მიმართულებებით გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ გვაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება, თუმცა პრიორიტეტები რაღაც ეტაპზე შეიცვალა 90-იანი წლებიდან და დღეს ეს უნივერსიტეტები უფრო მეტად არის კონცენტრირებული იურისტების, ეკონომისტების, ხანდახან თეოლოგების მომზადებაზე, ვიდრე ტექნიკური დარგის სპეციალისტების მომზადებაზე, რაც პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის. გვაქვს დეფიციტი არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლების ნაწილში, ეს ხარისხზეც აისახება ხოლმე. ამიტომ, ამ რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური დარგების განვითარებას. შესაბამისი პრიორიტეტები იქნება ცალკე გამოკვეთილი რეფორმის განხორციელების პროცესში,“- განაცხადა პრემიერმა.