მერცი: პუტინმა უნდა აღიაროს, რომ მას არ აქვს არჩევანი, წარმატებით გამოვიდეს უკრაინის წინააღმდეგ ომიდან

მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა აღიაროს, რომ მას არ აქვს არჩევანი, წარმატებით გამოვიდეს უკრაინის წინააღმდეგ ომიდან.

„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. მაგრამ დიდი სახელმწიფოების მიერ უკრაინის თანხმობისა და ევროპელების თანხმობის გარეშე დადებული შეთანხმება არ იქნება უკრაინაში ნამდვილი, მდგრადი მშვიდობის საფუძველი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპულ საკითხებზე გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ საერთო თანხმობის პირობით.

კანცლერმა დასძინა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ამ მიზნით გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს.