პრემიერი: ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად

ირაკლი კობახიძე

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, რომელიც წელს დანიის სამეფოში ტარდება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე X-ზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიის დროს მან ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ როლს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობაში.

„ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, რომელიც წელს დანიის სამეფოში ტარდება. მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიის დროს ხაზი გავუსვი საქართველოს უნიკალურ როლს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობაში. ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად. ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნავს პრემიერი.