1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით.
„აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Congratulations to 🇦🇿 Government/people on the 30th anniversary of diplomatic relations. Together, we have achieved much. 🇬🇪 is proud of its close friendship/strategic partnership with 🇦🇿. Look forward to further pursuing regional cooperation, peace & prosperity. @presidentaz
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 18, 2022
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264