„ტემპერატურის კლება, წვიმა და პირველი თოვლი“ - ნოემბრის ამინდის პროგნოზი
1793304310
არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში, მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დაწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თავიანთი განცხადებებით ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს.
"გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რაც გააკეთა ბატონმა გვარამიამ. ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს ძალიან გამოადგება ამ პროცესში. რეალურად, საკუთარი გამოსვლებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამყარებენ ამ სარჩელს. არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში, მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება," - აღნიშნა პრემიერმა.