პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

პრემიერი

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებაზე.

„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“, სადაც ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას.

კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში“, - წერს ირაკლი კობახიძემ.