პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი საარჩევნო უბანზე მივიდა. ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა საარჩევნო უბანთან.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა.

 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.