ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სავარჯიშო ბაზა ახალი სივრცე იქნება სპორტსმენებისთვის და შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება. სამსართულიანი შენობის 3 სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. იწყება გადახურვა, მიმდინარეობს ინტერიერისა და ფასადის მოწყობა. მთლიანი შენობის კარკასის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს, ხოლო პროექტი სრულად 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ძალოსნობის ბაზის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ბაზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.