პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა საქართველოს მიერ, ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში განიხილეს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა და ამ პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის საფუძველზე საქართველომ ასოცირებული ქვეყნის სტატუსიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა.
შესაბამისად, ევროკომისია საქართველოს შესახებ ყოველწლიურად მოამზადებს შეფასების ანგარიშს, გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად. კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისი სტრუქტურის მიხედვით მომზადებული ანგარიში 35 თავს შეადგენს და მოიცავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. ანგარიშის შემუშავება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშში ასახულია 2022 წლის მაისიდან დღემდე, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები, მათ შორის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა დარგობრივი სფეროების მიხედვით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. კომისიის სხდომაზე, ასევე, მოიწონეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.