1732821206
"პრაიმ ტაიმი" გმობს კოლეგებზე ძალადობას
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, მათ შორის, რამდენიმემ მიიღო მძიმე დაზიანება.
"პრაიმ ტაიმი" კატეგორიულად გმობს ჟურნალისტების მიმართ მსგავს ქმედებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ.
მიუღებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა.
ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული და დემოკრატიული ღირებულებაა. ამიტომაც განუხრელად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სვლას ევროკავშირისკენ!