იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ დათანხმდება მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრების ექსჰუმაცია არ მოხდება. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დონეზეა ახლა პოლონეთის და უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები, მინისტრმა თქვა, რომ „სამხედრო დახმარების საკითხი - ჰუმანურობისა და ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, ხოლო ეკონომიკური და ისტორიული საკითხები გადაწყვეტას საჭიროებს“.
„მე ჩემ აზრზე ვრჩები, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტ [ანდჟეი] დუდას სხვა მოსაზრება აქვს. უკრაინა არ შევა ევროკავშირში, მე არ დავთანხმდები ამას, სანამ ის ვოლინის საკითხს არ გადაწყვეტს“, - თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
მან ასევე დასძინა, რომ, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას ევროკავშირში წევრობას დათანხმდებიან, პოლონეთის „გლეხთა პარტია“, რომელსაც ის წარმოადგენს და რომელიც სამთავრობო კოალიციის წევრია, ამის წინააღმდეგი იქნება.
„ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირების დონის ასამაღლებლად, განვითარებისთვის არის. ამისთვის საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სიმართლისადმი, ისტორიისადმი მიდგომებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური კიევი ასე არ ფიქრობს.