პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე და ეს არის მძიმე დანაშაული - "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე

ვლადიმერ თურმანიძე

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორის, ვლადიმერ თურმანიძის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, რაც მძიმე დანაშაული.

მისი განმარტებით, დაკავებული მზია ამაღლობელის პოლიზიიცს შენობაში შეყვანის შემდეგ, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და ადვოკატებიც მალევე შევიდნენ.

"პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან. დაკავების შემდეგ, მასთან იმყოფებოდა 2 ადვოკატი. პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე. ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა 1 საათით ადრე", - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

ცნობისთის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.

ამაღლობელი 2 დღის წინ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წაუყენა.