დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ვინც სამართალდამცველს სახეში ხელს გაარტყამს და შეურაცხყოფას მიაყენებს ის კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.
"ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება და არის ადეკვატური პასუხი. შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ ამ ლიბერალმა ფაშისტებმა, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს", - აღნიშნა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, წუხელ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი დააკავეს.