ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და იმ საკითხებზე საუბრობს, რაც მასთან შეხვედრისას განიხილება.
"პირველი დათქმა იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში დასავლეთის კიდევ უფრო გააქტიურება. მეორე, ეს იქნება ახალი არჩევნების საკითხი და, ამავდროულად, იქნება სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა, როგორ მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ასევე, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გზებზე საუბარი," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში. თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი,"- აცხადებს როთი. რამდენიმე დღის წინ მან ასევე სოც-ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოდის.