სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ, რეგიონში არსებული დაძაბული სამხედრო ვითარების ფონზე, პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით უნდა გააკეთონ განცხადებები, რადგან დაუდასტურებელმა ინფორმაციამ შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას და ასეთ დროს მთავარი ამოცანა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
"ამ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა რეგიონში და სამხედრო ესკალაცია მიდის, ამ დროს მაინც საჭირო არის ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე საკუთარი განცხადებების მიმართ. იმიტომ, რომ ყველა ეს განცხადება შეიძლება გარკვეულ საფრთხეს შეიცავდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ ვითარებაში მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.