დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
ეს პოლიტიკური პარტიები მუდმივად ისტერიულები არიან და მუდმივად დესტაბილიზაცია შემოაქვთ საქართველოში და შინაარსამდე ჩვენი პოლიტიკა არასდროს დადის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე საუბრისას. კერძოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მას ამ პროცესისგან.
„ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხანია ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის მეც, რომელსაც დაკითხვის დროს, 2012 წელს განყოფილებაში ხელი დამიმტვრიეს. ოფიცერმა, რომელმაც მე ხელი დამიმსხვრია, შემდეგ თავშესაფარი შვედეთში მიიღო და შემდეგ სად გაქრა, არავინ ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს რეჟიმი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, არა მხოლოდ უნდა აიკრძალოს, არამედ ეს რეჟიმი საერთოდ უნდა გასამართლდეს, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მთავრობამ ეს დააგვიანა. თუმცა, კარგია, რომ ზოგადად ამაზე პროცესი დაიწყო. როდესაც ვუყურებდი ამ კომისიას, გამახსენდა ის საშინელებები,რაც მე გავიარე“, - აღნიშნა პოლიტეკონომისტმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არსებობა შეუსაბამოა დემოკრატიასთან.
„ეს პოლიტიკური პარტიები მუდმივად ისტერიულები არიან და მუდმივად დესტაბილიზაცია შემოაქვთ საქართველოში და შინაარსამდე ჩვენი პოლიტიკა არასდროს დადის. არასდროს მიდის მაგალითად, დებატები, თუ როგორი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა გვჭირდება. მუდმივად ვდებატობთ საგარეო პოლიტიკაზე და რეჟიმზე, რომელიც ამ რყევებს იწვევს. მათ შორის, პირდაპირ გარე ძალების ინტერესების გამტარია და ეს კიდევ ერთხელ ჩვენს თავზე, 2024 წელს კატასტროფულად გადავიტანეთ“, - განაცხადა რევაზ კარანაძემ.