17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა. "გირჩის" წევრებმა ჩატები დატოვეს - ამ სათაურით ინფორმაციას გამოცემაPrime Time-ი ავრცელებს.
"ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს" - წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Prime Time-ი წყაროზე დაყრდნობით წერს: "ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს."
Prime Time-ის ინფორმაციას არ ადასტურებენ ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე.
"ბოდვაა, რა თქმა უნდა,"- აცხადებს ”კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
"პირველად მესმის თქვენგან, თუ ისე დაიშალა რომ მე ვერ გავიგე, ე.ი. მნიშვნელოვნად ვეღარ ვფლობ სიტუაციას ციხის მერე. არათუ არ გიდასტურებთ, არამედ უარვყოფ, ეს ჩემთვის უცნობი ფაქტია. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად ფართო კოალიცია შეიქმნას. იმ ჩატში, სადაც ჩვენ ვართ ერთობლივად, იქ არის და არ ვიცი, სხვა ჩატებში რას შვება,"- აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.