დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოში ომი უნდა.
„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ მათ შორის, ე.წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. აქ თემა არის ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა, ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს.
უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს უნდა ომი საქართველოში. ოთხეულის განცხადებას რაც შეეხება, მიმართეთ და მათ დაუსვით ეს კითხვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვამბობდით, რომ არიან ჯგუფები, ვინც ომის პროპაგანდას ეწევიან ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ შორის „ენჯეოები“. ჩვენ ახლა არ გვაქვს კინკლაობის დრო, ჩვენი მთავარი პარტნიორია აშშ, რომელიც არაერთი პროგრამის მონაწილეა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა ზარქუამ.