პიმენ ყურაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე: მნიშვნელოვანია ამ კანონების მიღება როგორც საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო და არ იყოს რომელიმე ქვეყნის მარიონეტი

მკ

 „საზოგადოება ქართული“ საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება. „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ორგანიზაციის წარმომადგენელი პიმენ ყურაშვილი ამბობს, რომ ამერიკული „ფარას“ ასლისა და ბრიტანული მედიარეგულაციების საქართველოში დანერგვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების განვითარებისთვისა და სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც.

„ჩვენ, განსაკუთრებით ქართველებმა კარგად ვნახეთ როგორ მოქმედებს „ფარა“ ამერიკაში, როგორ იცავს თურმე ეს ქვეყანა თავს გარედან მოხვეული ისეთი ინფორმაციებისგან და ლობიზმისგან, რამაც შეიძლება ქვეყანას საფრთხე შეუქმნას. მედიის კანონის შემთხვევაშიც რომლითაც იგეგმება რომ bbc-ის სტანდარტები დაინერგოს, ეს ძალიან მნიშვნელობად მიგვაჩნია, მითუმეტეს იმის ფონზე, რასაც ვუყურებთ საქართველოში - მხოლოდ უკონტროლო, ცილისწამებაზე აგებული ინფორმაციებისა და დეზინფორმაციების გავრცელებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონების მიღება როგორც საზოგადოების სტაბილურობისთვის, ნორმალური განვითარებისთვის ასევე სახელმწიფოებრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფო მართლა გადარჩეს როგორც ქართული სახელმწიფო და არ იყოს რომელიღაცა ქვეყნის მარიონეტი ქვეყანა“, - განაცხადა ყურაშვილმა.