ქალს ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რომლის დამონტაჟებასაც ბანკომატში ცდილობდა - უცხოეთი
1746256062
რომ გითხრათ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის პირველი პრიორიტეტია ის, რომ დონალდ ტრაპმა უკრაინაში ომი დაასრულოს, ეს ასე არ არის. ევროპიდან ალბათ უფრო ასე აღიქმება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, „საზოგადოება ქართულის“ წევრმა პიმენ ყურაშვილმა კითხვაზე როგორი იქნება ეს საპრეზიდენტო ვადა დონალდ ტრამპისთვის, თუ ის რუსეთ-უკრაინის ომს არ დაასრულებს.
„რომ გითხრათ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის რაღაც პირველი პრიორიტეტია ის, რომ ტრაპმა უკრაინაში ომი დაასრულოს, ეს ასე არ არის. ევროპიდან უფრო ალბათ ასე აღიქმება, რომ ამ ომთან დაკავშირებული იქნება ტრამპის წარმატება 2028-ში, მაგრამ აქ ასეთი დამოკიდებულება არ იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ტრამპი ცდილობს. ჯერჯერობით ოფიციალურად მაინც რჩებიან ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
არ მგონია, რომ კონკრეტულად ამ ფაქტმა გავლენა იქონიოს ტრამპზე 2028 წელს, ტრამპზე არა, ტრამპი ალბათ ვერც იქნება, მაგრამ რესპუბლიკელ კანდიდატზე, ვინც იქნება, თუმცა ძალიან ძნელია პროგნოზირება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. მარტო ამერიკაზე არ არის დამოკიდებული, იქ აქტორი თვითონ უკრაინაა. უკრაინასთანაც გაიწელა ამ შეთანხმების გაფორმება, რუსეთისგანაც და ინფორმაცია მწირი გვაქვს ძალიან. ძალიან რთულია ამაზე მსჯელობა, რა როგორ იქნება “, - განაცხადა ყურაშვილმა.