ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია. განათლების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია

გელაშვილი

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდა.

გელაშვილის თქმით, ახალგაზრდებს საინტერესო ხედვა აქვთ და მზად არის მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

„ახალგაზრდებთან ერთად, განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის და მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია. ბევრი ვისაუბრეთ ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

განათლების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია. განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ.

ძალა ახალგაზრდებშია! მადლობა თითოეულს მხარდაჭერისა და სწორ მხარეს დგომისთვის!“, - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.