რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
თვითონვე ამბობენ ავტორები ასევე და ვეთანხმები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით.
როგორც იგი აღნიშნავს, მისი აზრით ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.
„წავიკითხე თვითონ სამედიცინო კვლევა, რომელზეც დაეყრდნო BBC-ის სიუჟეტი.ამერიკაში რეზიდენტურა როცა დავიწყე, მაშინვე დაგვაწყებინეს სამედიცინო კვლევების კრიტიკული ანალიზის შესწავლა და რომ ყველა კვლევას უნდა მიუდგე კრიტიკულად. თუ კვლევა კრიტიკას უძლებს, კარგი კვლევაა. თუ ვერ უძლებს, არ არის კარგი. ამიტომ როგორც ყველა კვლევას, ამ კვლევასაც მივუდექი კრიტიკული ანალიზით.ამ კვლევის მიხედვით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვეს ძირითადად კარდიოგრამულ მონაცემებში, განსაკუთრებით RBBB (მარჯვენა კონის ტოტის ბლოკი) და T wave inversion (ტ კბილის ინვერსია ანუ შებრუნებული ტ კბილი).ავტორებმა ახსენეს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები ამ კარდიოგრამული ცვლილებებისა, თუმცა არ უხსენებიათ შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზები RBBB-ის შემთხვევაში:• ბუნებრივი დაბერება და ფიბროზი• ჯანმრთელ ადამიანებში (განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორტსმენებში და გამხდარ ადამიანებში)• ასევე არასრული RBBB ხშირად ნორმის ვარიანტია( ეს მნიშვნელოვანია! RBBB შეიძლება იყოს სრული და არასრული. კვლევაში არ დაუკონკრეტებიათ რომელი ვარიანტები ნახეს. არასრული ბლოკი კიდევ უფრო ხშირად არის ნორმალური ვარიანტი კარდიოგრამაზე ვიდრე სრული)ასევე T wave inversion-ის შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული კარდიოგრამის რომელ განხრებში იქნა ნაპოვნი ეს შებრუნებული ტ კბილები.V1 განხრიდან v4 განხრამდე ტ კბილის შებრუნება ხშირად არის ასევე ნორმალური ვარიანტი განსაკუთრებით ქალებში და ზოგადად ახალგაზრდებში.მოწინააღმდეგემ შეიძლება დასვას კითხვა, მაშინ კონტროლ ჯგუფში რატომ არ იქნა ნაპოვნი მსგავსი სტატისტიკით ეს ცვლილებები?პასუხი:ერთი, კონტროლ ჯგუფის ადამიანები მინიმუმ 2-ჯერ მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი და მიზეზი გაუგებარია იმიტომ, რომ 18-ს გადაცილებული პირები, რომლებიც რუსთაველზე არ ცხოვრობენ ჩემი აზრით თავისუფლად შეიძლება იგივენაირი რაოდენობით მაინც წარმოედგინათ, როგორც დემონსტრანტები.აქ მეორე კითხვა ჩნდება ეგრეთწოდებული არჩევის მიკერძოებულობაზე (selection bias) იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიც იყო დემონსტრაციების მონაწილე და შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი.ხომ არ იყვნენ კონტროლ ჯგუფის ადამიანები შერჩევითად არჩეული, რომ სტატისტიკური მნიშვნელობა დემონსტრანტებისა და კონტროლ ჯგუფის კარდიოგრამულ ცვლილებების განსხვავებებისა, უფრო საგრძნობი ყოფილიყო.ასევე, გაუგებარია გინდა დემონსტრანტების და გინდა კონტროლ ჯგუფის წარსული სამედიცინო ისტორია არსებობს თუ არა თავის კარდიოგრამებით წარსულიდან, შესადარებლად.რომ ენახათ, ამ ადამიანებს მანამდე ჰქონდათ თუ არა ეს ცვლილებები კარდიოგრამაზე.კარგი იქნებოდა ეს ინფორმაციაც ყოფილიყო გაანალიზებული და წარმოდგენილი კვლევაში.თვითონვე ამბობენ ავტორები ასევე და ვეთანხმები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად.შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩემი აზრით ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა“, - წერს იგი.