,,პიარში ორიანი, პოლიტიკაში ორიანი, კაცობაშიც ორიანი, პოპულიზმში და აგენტობაში - ხუთიანები" - დიმიტრი სამხარაძე გიორგი ვაშაძეს

დიმიტრი სამხარაძე

,,ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის ფეისბუკპოსტს ეხმაურება და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიმართავს.

,,გიორგი ვაშაძე, ვინ ჩემი ცუდი სიტყვა ხარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დებატში რომ დაგიჯდეს. ან როდის იყო ორმოცდაათპროცენტიანი და ერთპროცენტიანი პოლიტიკოსები ან პარტიის წარმომადგენენლები ედებატებოდნენ ერთმანეთს.

შენ რომ გათვლა გაქვს, მასეთი დაბალი ინტელექტის ხალხი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, იმიტომ გაქვს ეგ რეიტინგი.
პიარში ორიანი, პოლიტიკაში ორიანი, კაცობაშიც ორიანი, პოპულიზმში და აგენტობაში - ხუთიანები", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.