„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ახალი რეპრესიული კანონის ფონზე, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ნებართვა, ჩაერთოს სასამართლო სხდომას, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სააკაშვილისთვის საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად.
„იმ რეპრესიული შეზღუდვების ფონზე, რის მიხედვითაც, თვითმარქვია ხელისუფლებას ეშინია პროცესების გამჭვირვალობის, მედიის დასწრების, სასამართლო სხდომების გაშუქების, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა საკუთარი თავის ეფექტური დაცვის შესაძლებლობები. მას არ აქვს ნებართვა, ჩაერთოს სასამართლო სხდომას, გამოვიდეს სიტყვით, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მისთვის, რითაც საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა, სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე და ესეც წაართვეს. ახალი რეპრესიული კანონის ფონზე შეეზღუდა ეს შესაძლებლობა. ჩვენ დაახლოებით ოთხი-ხუთი დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს პროცესზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.