განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისივე თქმით, ამჟამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია.
„გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში, საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო. ქართველებმა, რომლებიც უნივერსიტეტებში სწავლობდნენ უმეტესად სტიპენდიებით, იციან ეს დანაკარგი.
ამჟამინდელ დაფინანსებას, რომელიც თითქმის 1 მილიონ ევროს შეადგენს, ეს ჯერ არ შეხებია. ასევე ეს ჯერ არ შეხებია ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, მაგალითად, DAAD_Germany-ის პროგრამებს, თუმცა, გერმანია სინანულით აკვირდება და განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს“, – წერს პეტერ ფიშერი.
🇩🇪 Minister for Education & Research @BMBF_Bund has frozen upgrade of 🇩🇪🇬🇪 science co-op, incl. student mobility, research & 🇬🇪 in 🇪🇺 programs - due to 🇬🇪 curbs on academic freedom & halt of EU accession. Georgians who attended 🇩🇪 unis - mostly on 🇩🇪 scholarships- know the loss. pic.twitter.com/DxXZiujFxa
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 26, 2025
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957