პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ადგილთან დაკავშირებით ორივე მხარის თანხმობაა საჭირო

პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ადგილს შეარჩევენ, „როდესაც დრო მოვა“.

პესკოვის თქმით, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის თანხმობა.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღოს ერთმა მხარემ, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის თანხმობა. როდესაც დრო  მოვა, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივად იქნება მიღებული“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე რუსული და უკრაინული დელეგაციების მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა რომის პაპმა ლეო XIV-მ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვატინაკი მოლაპარაკებებისთვის არარეალისტურ ადგილად შეაფასა.