ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
სამწუხაროდ, ჰერჩინსკი საქართველოში სიმშვიდეს აზიანებს, ხოლო დასავლეთისთვის – დასავლეთის რეპუტაციას, რადგან მისი განცხადება უარგუმენტოა და ემსახურება მხოლოდ ქვეყნის შიგნით დესტრუქციას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ჰერჩინსკის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა.
„საარჩევნო პროცესში, გვახსოვს, მისი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ მეტი გონიერება გვმართებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.