ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალის ოფიციალური დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გააცნეს. გამოძიების ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გასული თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და პოლიციელებს უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხას – 200 ათას დოლარს ჰპირდებოდა. დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საფუძველზე პროკურატურამ ხაბეიშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ამის საფუძველი, პროკურორის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მოწოდებები გახდა.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან მურთაზ ზოდელავასაც. პროკურატურა მას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევაში ადანაშაულებს.
ადვოკატების განცხადებით, არც ერთი დაკავებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები. ხაბეიშვილი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა სატელევიზიო არქივი ინახავს ჩანაწერებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ქრთამის სახით თანხას სთავაზობს და ხელისუფლების დამხობის მოწოდებებსაც აკეთებს.
"ქრთამის დაპირება ისეთივე სისხლის სამართლის დანაშაულია, როგორიც ქრთამის მიცემა," – აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს ფაქტი საჯაროდ ხდებოდა თუ ფარულად, რადგან ხაბეიშვილის მოწოდებას ადრესატებიც ჰყავდა და კონკრეტული მიზანიც ჰქონდა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილი უდანაშაულოა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ორი დღის წინ დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც ხაბეიშვილის მობილურის გადამალვას და გაქცევას ცდილობდა.