ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1757792325
ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ერთ-ერთი სპიკერი იყო მიტინგზე, სახელწოდებით „გაერთიანებული სამეფო“, რომელიც მემარჯვენე ძალებმა ლონდონში გამართეს.
ვიდეოკავშირის საშუალებით მომიტინგეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მასკმა გააკრიტიკა კირ სტარმერის მთავრობა „ბრიტანეთის სწრაფად მზარდი ეროზიისთვის“ და „პარლამენტის დათხოვნისკენ“ მოუწოდა.
მან თქვა, რომ ბრიტანელობაში არის რაღაც „მშვენიერი“ და დაამატა, რომ „მემარცხენეები მკვლელების პარტიაა“, რითაც მიანიშნა იუტაში მემარჯვენე აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაზე.
„ეს არის გზავნილი გონივრული ცენტრისკენ, იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ჩვეულებრივ არ ჩაერთვებიან პოლიტიკაში, რომლებსაც უბრალოდ სურთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ ეს არ უნდათ, ისინი მშვიდები არიან, ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემი გზავნილი არის: თუ ეს გაგრძელდება, ეს ძალადობა თქვენთან მოვა, თქვენ არ გექნებათ არჩევანი“, - აღნიშნა ილონ მასკმა.
მასკმა დასძინა, რომ ბრიტანულ საზოგადოებას „თავისი სიტყვის თავისუფლების განხორციელების ეშინია“ და განაცხადა, რომ BBC-ი „ბრიტანეთის განადგურებაში თანამონაწილეა“.