მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
პარტნიორებმა შეიძლება ბევრი რამე გვირჩიონ, მაგრამ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, მათ შორის, სანქციების ნაწილში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე არავინ არ აღიარებს.
„გავიმეორებ იმავეს, რასაც მაშინ ვამბობდი: შეიძლება, ბევრმა მეგობარმა, პარტნიორმა ბევრი რამე გვირჩიოს, მაგრამ თავი მხრებზე იმიტომ გვაქვს, გავაკეთოთ ის, რაც საქართველოს ინტერესშია. მე მაშინაც ამას ვამბობდი და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, ისედაც არ შეიძლება, რუსული შავი ფული რომ მოძრაობდეს ქვეყანაში, ამაზე მიერთებული ვართ და ამას აღიარებს რეჟიმი. ის, რომ ახლა საქართველომ ეკონომიკური ემბარგო გამოუცხადოს რუსეთს, ამაზე ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობდით. ეს არის პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას უნდოდა რადიკალიზება და ე.წ. ხელისუფლება იყო ძალიან მშვიდი. რეალობა არის განსხვავებული, ე.წ. რეჟიმს არავინ არ აღიარებს საერთაშორისო ასპარეზზე და პარტნიორებად ვინ ჰყავს დარჩენილი? ირანი, „ჰეზბოლა“, „ჰამასი“.
ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მაშინაც და დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ, რომ უნდა გვეხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს ინტერესებით. გიორგი ვაშაძე ითხოვდა საზღვარზე შემოსული ადამიანების გაკონტროლებას. ლაპარაკი იყო იმპორტის გაზრდაზე სხვადასხვა ტექნიკური საშუალების, რომელსაც აქვს ორმაგი დანიშნულება. საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს თავისი ეროვნული ინტერესებით, მათ შორის, სანქციების ნაწილში. „ქართული ოცნება“ ამას კი არ ამბობს, „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს და ავრცელებს რუსულ ნარატივს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.