სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული
1792440189
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ "დებატების" ეთერში განმარტა, რასთან არის დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეს 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ისინი არცერთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობენ არეულობის შექმნას.
"პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ 2016 წლის არჩევნებში, 2020 წლის არჩევნებში, 2024 წლის არჩევნებში ამ პარტიებმა არც ერთხელ არ აღიარეს არჩევნების შედეგები, ნუ ზოგიერთები მანამდე საერთოდ არც არსებობდა. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ხომ იყვნენ, 2026 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, 2020-შიც და 2024-შიც მიიღეს მონაწილეობა. არცერთ შემთხვევაში მათ არჩევნების შედეგები არ აღიარეს. უნდოდათ, გამოვსულიყვნენ ქუჩაში და ცდილობდნენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიმძიმის დემონსტრაციებით მოეწყოთ არეულობა, თუ გამოუვიდოდათ, მოეწყოთ გადატრიალება, თუ არ გამოუვიდოდათ, ნუ, ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში შეექმნათ არეულობა. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა, ხომ? და როდესაც პარტია სისტემურად არ აღიარებს არჩევნებს, ეს რომ იყოს ერთჯერადი შემთხვევა და რომ ამას ჰქონდეს რაღაცა საფუძველი იქ, ან, ვთქვათ, არასწორად ჩატარდა არჩევნები, ან გაყალბდა და ასე შემდეგ, კიდევ შეიძლება რაღაც გამართლება მოუძებნო, მაგრამ როდესაც სამჯერ ზედიზედ პარტია არ აღიარებს არჩევნებს, არ შემოდის პარლამენტში და მერე ძალით, ხან ვიღაცის ჩართვით, აი, ვინ ჩართო ბატონო იაგო, ევროპელი ელჩები მაშინ. ელჩებიც და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს პარტიები შემოეყვანათ პარლამენტში. გახსოვთ თქვენ ეს ამბავი, თქვენ თვითონაც იყავით ჩართული ამ პროცესში. და აი, ეს არის სწორედ პრობლემა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამ პარტიების აკრძალვაზე გაიმართება საკონსტიტუციო მსჯელობა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.