პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული

გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავს, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან. ნაწილი თბილისში, ნაწილი ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები“, – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან ჩახსნა.