სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1759592837
პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას. ლოგიკურია, რომ „ლელოშიც“ არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ლელოს“ რამდენიმე წევრის განცხადებას, რომლებმაც სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ტოვებენ პარტიას.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ „ლელოშიც“ არიან ადამიანები ვისაც არ სურთ კავშირი ჰქონდეთ ძალადობის მცდელობასთანაც კი.
„ზოგადად ამ პარტიებში არის რთული მდგომარეობა. საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიიყვანეს საკუთარი პარტიები ასეთ მდგომარეობამდე. არა თუ ადგილობრივი წარმომადგენლები, ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას. ამის არაერთი მაგალითია „ლელოს“ და გახარიას პარტიების შემთხვევაში და არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ პარტიებს. მითუმეტეს „ლელოს“ შემთხვევაში იმ ფონზე, რომ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას, რომელიც დააანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ და მათთან ერთად იყვნენ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ „ლელოშიც“ არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არ სურთ არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.