სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, “ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ურეკში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„მადლობას გიხდით თითოეულს, რომ დგახართ ჩვენს გვერდით, მხარს უჭერთ „ქართულ ოცნებას“ და ოზურგეთის განვითარებას. მინდა იცოდეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვიქნები თქვენი წარმომადგენელი უკვე დელეგატის სტატუსით და აქტიურად ვიზრუნებ რეგიონის უფრო მეტი წარმატებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის!“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.