პარლამენტთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

ჭავლი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. 

მანამდე აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.

ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.

შეგახსენებთ, უკვე მეექვსე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.