ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
პარლამენტთან აქცია გრძელდება - დემონსტრანტები შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრებზე. პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მომიტინგეების გარკვეულ ნაწილს დანთებული აქვს კოცონი.
პროტესტის მონაწილეების ნაწილი კი, პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პერიოდულად აბრახუნებს.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟიც.
უკვე მერვე დღეა, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.